SesxebiON

moneyman

ბანკები

უდავოა, რომ დღეს ბანკები უფრო კარგი რეპუტაციით სარგებლობენ, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. დიდი ხანი არ არის, რაც ბაზარზე უამრავი კომპანია გაჩნდა სწრაფი ონლაინ სესხების შეთავაზებით. მომატებული კონკურენციის გამო, ყველა ცდილობს, მომხმარებლის მოთხვონებს ყველაზე კარგად მოარგოს თავისი სერვისი, ასე რომ პერიოდში ბანკებმაც დაიწყეს სწრაფი და მარტივი სესხების გაცემა. თუ გირჩევნიათ, საკრედიტო მომსახურებისთვის ბანკს მიმართოთ, არჩევანი შემდეგია:

კრედიტ ინფო საქართველო

Creditinfo Georgiaსესხის პრობლემური გადამხდელებისთვის არსებობს ე.წ. „შავი სია“. ეს არის სააქციო საზოგადოება „კრედიტ ინფო საქართველო“, რომელთანაც დადებულია ცალმხრივი მემორანდუმი და რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი, „კრედიტ ინფო საქართველო“, კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორანიზაციები აწერენ ხელს. მემორანდუმის თანახმად, თითოეული მონაწილე ვალდებულია, კლიენტების ისტორია შესანახად გადაუგზავნოს ამ ორგანიზაციას. ორგანიზაციის დებულებით, კლიენტის უარყოფითი ისტორია შენახული უნდა იქნას ბაზაში 5 წლის განმავლობაში და ამ დროის შემდეგ იგი ავტომატურად იქნება წაშლილი. რაც შეეხება იმ სესხების ჩანაწერს, რომელიც მომხმარეელმა გრაფიკის მიხევით დაფარა, იშლება დაფარვიდან 7 წლის შემდეგ. ყველა მომხმარებელს აქვს უფლება, წელიწადში ერთელ, პირადობის მოწმობის საფუძველზე უფასოდ გაეცნოს თავის საკრედიტო ჩანაწერებს. ინფორმაციაზე მუდმივი წვდომა კი ფასიანია და წლიური გადასახადი 15-დან 50 ლარამდე მერყეობს.

როდის არის სესხი კარგი აზრი?

როგორც წესი სესხი ასოცირდება ვალთან, ფინანსურ სირთულეებთან, გადახარჯვასთან და უმუშევრობასთან. მაგრამ ვალი ყოველთვის კი არ არის ცუდი რამ.

399კარგი დავალიანება ის არის, რომელსაც აქვს აზრი. მაგალითად, თუ სესხულობთ თანხას თქვენს ფინანსურ მომავალში ინვესტირებისათვის. ყველამ იცის, რომ ხანდახან სესხის აღება აუცილებელი ხდება. გამართლებულ სესხს ყოველთვის გააჩნია ნათელი და კონკრეტული მიზეზი. დაფარვის გრაფიკიც უნდა ერგებოდეს თქვენს შემოსავალს.