SesxebiON

moneyman

როდის არის სესხი კარგი აზრი?

როგორც წესი სესხი ასოცირდება ვალთან, ფინანსურ სირთულეებთან, გადახარჯვასთან და უმუშევრობასთან. მაგრამ ვალი ყოველთვის კი არ არის ცუდი რამ.

399კარგი დავალიანება ის არის, რომელსაც აქვს აზრი. მაგალითად, თუ სესხულობთ თანხას თქვენს ფინანსურ მომავალში ინვესტირებისათვის. ყველამ იცის, რომ ხანდახან სესხის აღება აუცილებელი ხდება. გამართლებულ სესხს ყოველთვის გააჩნია ნათელი და კონკრეტული მიზეზი. დაფარვის გრაფიკიც უნდა ერგებოდეს თქვენს შემოსავალს.

აი კარგი სესხების რამდენიმე მაგალითი:

საგანმანათლებლო სესხი - სტუდენტური სესხი გახლავთ(იდეალური შემთხვევა) ინვესტირება თქვენს მომავალში და რასაც დაიბრუნებთ თქვენი გაზრდილი შემოსავლის საშუალებით. თუ გაგაჩნიათ მკაფიო გეგმა და საკმარისი შემოსავალი, რომელიც აკმაყოფილებს დაფარვის პირობებს, მაშინ კრედიტორები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ამ სახის დავალიანებას.

ქონების სესხი - იპოთეკა გახლავთ ყველაზე დიდი სესხი, რომელსაც უმრავლესობა იყენებს ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ ქონების შეძენა კარგი ინვესტიციაა, თუ არ ყიდულობთ დაუფიქრებლად ( უძრავი ქონების ბუმის დროს). თუ გონივრულად მიუდგებით, თქვენი სახლი გახდება ყველაზე დიდი აქტივი, რომელიც გაქირავდება ან დაგიზოგავთ ქირის თანხებს. უძრავი ქონების უმეტესობას დროთა განმავლობაში ეზრდება ფასი, ასე რომ იპოთეკა ითვლება ინვესტიციად.

ბიზნეს სესხი - სესხის მიღება თქვენი ბიზნესის გაფართოებისათვის (ან ახლის დასაწყებად), როგორც წესი, წინსვლის პროცესის შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თავიდან დაიწყოთ თქვენი ბიზნესი ან იპოვოთ ინვესტორი. მაგრამ მეწარმეთა უმეტესობისათვის, ბიზნეს სესხის მიღება არის ყველაზე რეალისტური ვარიანტი. თუ თქვენი ბიზნესი კარგად მიდის და თქვენ მიყვებით დაფარვის გრაფიკს, მაშინ ეს ვალი ხდება ინვესტიცია, და არა ვალდებულება.