SesxebiON

moneyman

Nokia-ამ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელი მოაწერა 500 მილიონ ევრო სესხს

Nokia-ამ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელი მოაწერა 500 მილიონ ევრო სესხს, რადგანაც მთავრობები ეძებენ გზებს დაიცვან თავიანთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ჩინურ კონკურენტებთან 5G მობილური ქსელებისათვის ბრძოლაში.

რამდენიმე თვის წინ იმავე მიზნით შვედური Ericsson-ის დახმარების შემდეგ, EIB-ი აძლევს Nokia-ს ხუთწლიან სესხს 5G ტექნოლოგიის კვლევისა და განვითარების მიზნით. “ევროპა უნდა ჩაერთოს 5G ტექნოლოგიებისათვის კონკურენციაში,”

nokia sesxebi

განაცხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა და ყოფილი ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე სტუმმა. “ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ჩვენი კონკურენტები Huawei-სა და China Mobile-ის მსგავსი მსხვილი კომპანიებია. ეს ის მომენტია როდესაც გვესაჭიროება გამოფხიზლება და ურთიერთთანამშრომლობა.”

მიმდინარე წლის დასაწყისიდან 5G ქსელებში თანხების ინვესტირებით, Nokia და Ericsson სარგებლობენ აშშ-ს ბაზარზე მათი ჩინელი კონკურენტების თითქმის არ არსებობით და იწყებენ ადრეულ ინვესტიციებს.

"ეს სესხი დაგვეხმარება როგორც 5G-ის კვლევებში ასევე საშუალება გვექნება გავაგრძელოთ მომხმარებელთა გულების მოგება. EIB მხარს უჭერს ჩვენს ხედვას, რომ 5G-ს დრო ეხლა დგება, იმაზე უფრო ადრე ვიდრე მოსალოდნელი იყო", - ამბობს Nokia-ს აღმასრულებელი დირექტორი რაჯევი სური.

EIB მიიჩნევს ამჟამინდელ სიტუაციას 1990-იანი წლების დასაწყისის მსგავსად, როდესაც ევროპა წინ უსწრებდა აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოს მე-2 თაობის მობილური ტექნოლოგიების საქმეში.

“თუმცა შემდეგ, დანარჩენი მსოფლიო დაგვეწია და გადაგვისწრო 4G ტექნოლოგიებში. ახლა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი წამყვან კომპანიებს შეუძლიათ კონკურენცია, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ უფრო ფართო მასშტაბით", - განაცხადა სტაბბმა.

Nokia გამოიყენებს მიღებულ სესხს 5G ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკუთარი ხედვების გასავითარებლად, რაც ეხება არა მხოლოდ მობილურ ქსელებს არამედ მათთან დაკავშირებულ ყველა კომპიუტერულ ტექნოლოგიას, პროგრამულ უზრუნველყოფას და მომსახურებას.

ფინეთის ჯგუფი მოელის 5G-ის ზრდას აშშ-ში, რასაც მოჰყვება სამხრეთ კორეა, იაპონიასთან და ჩინეთთან ერთად მომავალი წლის დასაწყისში. ბატონმა სურიმ განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიის პირველი ტალღა მომხმარებელს უკეთეს შედეგს მოუტანს, ინტერნეტის უფრო სწრაფ სიჩქარეს, ხოლო რასაც მოჰყვება ტექნიკური პროგრამები და ისეთი ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა ვირტუალური და აუგმენტური რეალობა.

ტექნოლოგია სავარაუდოდ ბიზნესისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე უბრალო მომხმარებლებისათვის, რადგანაც მას გააჩნია დიდი პოტენციალი ისეთ სფეროში, როგორიცაა დისტანციური ოპერაციები, ავტომატური ტრანსპორტის და საწარმოო პროცესების უკეთესი ავტომატიზაცია.

EIB მიიჩნევს, რომ სესხს შეუძლია გამოიწვიოს პოტენციურად 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციები მცირე და საშუალო კომპანიებში და უნდა დაეხმარონ Nokia-ს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საფრანგეთი, ფინეთი, პოლონეთი და გერმანია.

სესხი იყენებს ევროპის სტრატეგიული ინვესტირების ფონდის სახსრებს, ეწ. იუნკერის გეგმის ძირითად ნაწილს, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის იდეის შედეგი, რომ EIB-მ განახორციელოს ინვესტიციები მაღალი რისკის მქონე პროექტებში, მისი საკრედიტო რეიტინგისათვის საფრთხის გარეშე. "ეს არის განსაკუთრებული სესხი განსაკუთრებული კომპანიებისთვის", - განაცხადა სტაბბმა. Ericsson-მა გამოაცხადა, რომ 5G ტექნოლოგიების განვითარების ფარგლებში იგი უფრო მეტ მუშაკს აიყვანს და აშშ-ში R&D ცენტრს გახსნის.