SesxebiON

moneyman

მსოფლიოს ტოპ 10 ბანკი

bankსაერთაშორისო ბანკები კვლავაც ზრდიან საკუთარ აქტივებს მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ფონზე. თუ არ წარმოიქმნა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეფერხებები, შესაძლებელია განვითარება გაგრძელდეს. თუმცა კი არსებობს გარკვეული დავა იმის შესახებ, თუ არის ჩინეთის ეკონომიკა უფრო მძლავრი, ვიდრე ამერიკის, უკამათოდ ცნობილია, რომელი ერია უდიდესი ბანკების მფლობელი. ძალაუფლება საბანკო საქმეში აშკარად მიიწევს აღმოსავლეთით ჩინეთისკენ. ქონების ოდენობის მიხედვით 10 ყველაზე დიდი ბანკიდან მხოლოდ ორი არის ამერიკული. ისინი იკავებენ მეექვსე და მეცხრე პოზიციებს. ამჟამად წამყვანი ბანკები გახლავთ ჩინური ბანკები. ჩინეთს უკავია ოთხი პირველი პოზიცია ტოპ 10-ში.

იაპონია და საფრანგეთიც არიან სიაში, მეხუთე ადგილი კი ეკუთვნის ინგლისს. მოკლედ რომ ვთქვათ, მსოფლიოს ტოპ 10 ბანკი წარმოდგენილია მხოლოდ ხუთი სახელმწიფოს მიერ. ამდაგვარი ფინანსური აქტიურობა არ არის სიმდიდრის მაჩვენებელი. ტოპ 10-ის ყველა ბანკი ჩართულია საერთაშორისო საქმიანობაში, ასე რომ მცირე ბანკების მქონე სახელმწიფოების სახსრები გადის ტოპ 10 -ზე.

ჩვენ ჩამოვთვალეთ მსოფლიო ბანკები დიდიდან პატარისკენ და ნაჩვენები გვაქვს მათი აქტივების ექვივალენტი დოლარში. ყველა მონაცემები არის მიმდინარე წლის 23 აპრილის მდგომარეობით.


Industrial & Commercial Bank of China (ჩინეთის ინდუსტრიულ კომერციული ბანკი)

აქტივების შედარებისას ეს გახლავთ მსოფლიოს უმსხვილესი ბანკი. მისი ქონება შეადგენს $3.62 ტრილიონს. ბანკის შემოსავლები აღწევს $134.8 მილიარდს. შემოსავლების შედარებისას, ეს მსოფლიოს მეოთხე უმსხვილესი ბანკია.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკი კომერციულია, ის სახელმწიფოს საკუთრებაშია. ბანკი უზრუნველყოფს სესხების გაცემას, საწარმოების დაფინანსებას, საკრედიტო ბარათების გამოშვებას, ისევე როგორც მაღალი ღირებულების მქონე პირების და კომპანიების ფინანსების მართვას. ბანკი ასევე სთავაზობს ინვესტირების სხვადასხვა შესაძლებლობებს, გადაცვლის და გზავნილების მომსახურებას.

ბანკის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპის დაჟინებული მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ აშშ-ს კომპანიებმა შეწყვიტონ სამრეწველო საქმიანობა მექსიკაში, შეიძლება გამოდგეს როგორც შესაძლებლობა ჩინური ბანკისთვის. ის აპირებს ინვესტირებას მექსიკაში, რადგან აშშ ტოვებს ტერიტორიას.


China Construction Bank Corp. (ჩინეთის სამშენებლო ბანკი)

ეს არის მეორე ჩინური ბანკი ჩვენს ტოპ 10-ის სიაში. იგი სთავაზობს კორპორატიულ საბანკო მომსახურებას, რაც მოიცავს კრედიტებს, კომპანიის ინტერნეტბანკინგს, საკრედიტო ხაზებს და კომერციულ სესხებს. პირადი საბანკო სეგმენტი გთავაზობთ პირად სესხებს, საკრედიტო ბარათებს, ანაბრებს და ქონების მართვას ინდივიდუალურ ინვესტორებისთვის.

ბანკი ასევე ამუშავებს სახაზინო სექტორს, რომელიც ეხება ფულად ბაზარს, სავალო ფასიან ქაღალდებს და ვალუტას. ჩინეთის სამშენებლო ბანკის აქტივები შეადგენს $2.94 ტრილიონს.

2017 წლის 29 მარტს ბანკმა გამოაცხადა, რომ მისი შემოსავალი გაიზარდა 2.8% -ით მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში. ბანკი მოელის მოგების შემცირებას 2017 წელს და გეგმავს სასესხო პირობების გაუმჯობესებას.


Agricultural Bank of China (ჩინეთის სასოფლო ბანკი)
პეკინის ამ ბანკს გააჩნია ფილიალები ჩინეთის ტერიტორიაზე, ასევე ლონდონში, ტოკიოში, ნიუ იორკში და სიდნეიში, ავსტრალია. ეს გახლავთ არა მხოლოდ მესამე უმსხვილესი ბანკი ჩვენს სიაში, არამედ ათიდან ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში. ჩინეთის სასოფლო ბანკი სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ბანკი თანამშრომლობს მცირე ფერმერებთან და მსხვილ სასოფლო საბითუმო კომპანიებთან. ის ასევე მუშაობს არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დაკავებულ კომპანიებთან. მისი ყველაზე მზარდი სეგმენტია საშუალო ზომის კომპანიები. ბანკის აქტივები შეადგენს $2.82 ტრილიონს.

ბანკმა გააკეთა მოხსენება მეოთხე კვარტალში მოგების 1.8%-ით გაზრდის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ საერთო მოგება მცირდებოდა. მოგებამ აშშ დოლარში შეადგინა $26.7 მილიარდი.


Bank of China (ჩინეთის ბანკი)

ჩინეთის ბანკი გთავაზობთ საინვესტიციო და სადაზღვევო მომსახურებას. იგი ასევე უზრუნველყოფს პირად სესხებს, საკრედიტო ბარათების მომსახურებას, სადებეტო ბარათებს, იპოთეკურ სესხებს, აქტივებისა და ვალდებულებების მართვას და დაზღვევას. აქტივები შეადგენს $2.63 ტრილიონს.

2017 წლის აპრილში ბანკმა გაყიდა ოთხ ვალუტაში განთავსებული ობლიგაციები. გაყიდვა მოხდა ერთ დღეში და მოუტანა ბანკს $3 მილიარდი. მოგების ბოლო ანგარიშგებაში, ჩინეთის ბანკმა გამოაცხადა 3,7% შემცირების შესახებ.


HSBC Holdings

ეს ბანკი მდებარეობს ინგლისში. ბანკი ფლობს ოფისებს 80 ქვეყანაში და გააჩნია 1,800 ფილიალი დიდ ბრიტანეთში. ის უზრუნველყოფს კერძო საბანკო მომსახურებას და სამომხმარებლო დაფინანსებას, და აგრეთვე კორპორაციულ საბანკო და საინვესტიციო მომსახურებას. HSBC-ის აქტივები შეადგენს $2.57 ტრილიონს.


JPMorgan Chase & Co.

სიაში ეს გახლავთ პირველი ბანკი, რომელიც ეკუთვნის შეერთებულ შტატებს. იგი მდებარეობს ნიუ იორკში, თუმცა კი მრავალეროვნული ბანკია.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მას მეექვსე პოზიცია უკავია, ის შეერთებული შტატების უმსხვილესი ბანკია. იგი ჩართულია საინვესტიციო მომსახურებაში, აქტივების მართვაში, დაგროვილი ქონების მართვასა და ფასიან ქაღალდებში. აქტივები შეადგენს $2.45 ტრილიონს.

2017 წლის 23 აპრილის მდგომარეობით, Shepherd Financial Partners შეიძინა JP Morgan-ის 51,950 აქცია საფონდო ღირებულებით $3,128,000. ანალიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ ერთწლიანი სამიზნე ფასი იქნება $91,35 ერთ აქციაზე. ამჟამად ფონდი ყიდის $84,52 ფასად.


BNP Paribas

ამ ფრანგული ბანკის აქტივები შეადგენს $2.4 ტრილიონს. იგი ფლობს ოფისებს 75 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. 2016 წელს ამ ბანკმა დაიკავა მეორე ადგილი ევროზონის ბანკებს შორის.

ანალიტიკოსები შეთანხმდნენ BNP Paribas საფონდო სტატუსი არის "ყიდვა". ბანკი აერთიანებს მის კვლევით ჯგუფებს და აპირებს ანალიტიკოსების შემცირებას 2017 წლის განმავლობაში.

2017 წლის 5 აპრილს კომპანიამ განაცხადა საკუთარი აქციების Dakota Pipeline-თვის მიყიდვის შესახებ. ღირებულებამ $120 მილიონი შეადგინა.


ეს არის იაპონური ბანკი, რომელიც გთავაზობთ სამომხმარებლო საბანკო მომსახურებას, ასევე ბიზნესის და კერძო პირების საბანკო მომსახურებას. იგი საინვესტიციო ბანკიც გახლავთ. ბანკი გთავაზობთ აქტივების მართვას და უძრავი ქონების საბანკო მომსახურებას. Mitsubishi UFJ Financial Group-ის აქტივები შეადგენს $2,459 ტრილიონს.

საერთო ჯამში ბანკის აქტივები შეადგენს $2,901.34 მილიარდს. State Street Corp. გაზარდა ავუარები ამ ბანკში 18.6%-ით. ეს არის სიდიდით მეორე საჯარო კომპანია იაპონიაში. ამ მომენტისთვის საფონდო გარიგებები მიმდინარეობს $6.92, ანალიტიკოსებმა დაასახელეს სამიზნე ღირებულება $7.48 ერთი აქციისთვის. იგი იხდის 2.63% დივიდენდებს.


Bank of America (BAC)

Bank of America გახლავთ ამერიკული ბანკი, რომელიც გთავაზობთ პერსონალურ, მცირე საწარმოების, საშუალო ზომის საწარმოების და მსხვილი კორპორაციების საბანკო მომსახურებას. სადეპოზიტო და მიმდინარე ანგარიშებთან ერთან იგი აგრეთვე ეწევა საინვესტიციო მომსახურებას. ბანკი ფლობს თითქმის 5000 საცალო ვაჭრობის ობიექტს, აქტივები შეადგენს $2.15 ტრილიონს.

ამჟამად საფონდო ვაჭრობა მიმდინარეობს $22.71 და აქვს ერთწლიანი სამიზნე ფასი $25,63. იგი იხდის 1.32% დივიდენდებს. ბანკის შემოსავლები სულ ოდნავ შემცირდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. 2017 წლის 18 აპრილს ბანკმა გამოაცხადა შემოსავლის გაზრდა 46% თითო აქციაზე.

Bank of America-მ დაიწყო თანამშრომლობა მცირე საწარმოებთან და აძლევს საშუალებას შექმნან მათთვის ხელმისაწვდომი მეტი საკრედიტო თანხები. მისი მცირე ბიზნესის პროგრამა მოიცავს კადრების განთავსებას ოფისებში "ჩვენ ვმუშაობთ", სადაც მცირე საწარმოები ფუნქციონირებენ.


Credit Agricole Group

ეს არის მეორე ფრანგული ბანკი სიაში. მისი აქტივები შეადგენს $1.91 ტრილიონს. ეს ბანკი ყოველთვის თანამშრომლობდა ფერმერებთან. იგი 39 ფრანგული ბანკების ქსელის ნაწილია.

ბანკმა გაზარდა მისი ავუარი DEO group-ში 87.6% -ით მიმდინარე წლის 20 აპრილის მდგომარეობით. მას ინვესტირება აქვს შემდეგ კომპანიებში - Coca-Cola (KO), Exxon Mobile (XOM) და Abercrombie and Fitch.

მიმდინარე წლის თებერვალში კომპანიამ გამოაცხადა მოგების 67% ვარდნა მეოთხე კვარტალში, რისი მიზეზი გახდა იპოთეკური სესხების მქონე მომხმარებლების რეფინანსირება. თუმცა, შემოსავლები გაიზარდა 7%. Forbes-მა მიაკუთნა კომპანია მსოფლიოს 20 ყველაზე მდგრადი კომპანიების რიცხვს.

დედააზრი

საერთაშორისო საბანკო საქმემ შექმნა უმსხვილესი ბიზნესები. მსოფლიო ეკონომიკის წინსვლასთან ერთად, ეს ბანკები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ მსოფლიოს სცენაზე.