SesxebiON

moneyman

ბანკები

უდავოა, რომ დღეს ბანკები უფრო კარგი რეპუტაციით სარგებლობენ, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. დიდი ხანი არ არის, რაც ბაზარზე უამრავი კომპანია გაჩნდა სწრაფი ონლაინ სესხების შეთავაზებით. მომატებული კონკურენციის გამო, ყველა ცდილობს, მომხმარებლის მოთხვონებს ყველაზე კარგად მოარგოს თავისი სერვისი, ასე რომ პერიოდში ბანკებმაც დაიწყეს სწრაფი და მარტივი სესხების გაცემა. თუ გირჩევნიათ, საკრედიტო მომსახურებისთვის ბანკს მიმართოთ, არჩევანი შემდეგია:


ექსპრეს სესხი მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე გაიცემა. თანხის გასატანად აუცილებელია, გქონდეთ ექსპრეს ქარდი ან საქართველოს ბანკის სადებეტო ბარათი. ძირითადი პირობებია:expressbank

  • პირი უნდა იყოს გადახდისუნარიანი;
  • ასაკი _ 20-დან 65 წლამდე;
  • სესხის მაქსიმალური თანხა _ 1 000 ლარი;
  • სესხის მინიმალური თანხა _ 200 ლარი;
  • სესხის ვადა _ 12 თვე.

დაფარვა ხდება თვეში ორჯერ (ორ კვირაში ერთხელ), სესხის მომსახურების ფიქსირებული საკომისიოს გადახდით. წინსწრებით დაფარვის საკომიო 0%-ია, ასე რომ ვალის სრულად დაბრუნება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ზედმეტი თანხის გადახდის გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ ლიმიტზე მეტი თანხა გეკუთვნით, ბანკი თვითონ გაგიკეთებთ განსხვავებულ შემოთავაზებას.


oneloanლიბერთი ბანკში ყოველი მე-1000 მსესხებელი, რომელიც განაცხადს დისტანციურად შეავსებს, საჩუქრად მიიღებს სესხის თანხას, ანუ აღარ მოუწევს არც სესხის და არც პროცენტების გადახდა. თუ ასეთი იღბლიანი აღმოჩნდებით, ბანკის თანამშრომელი თვითონ დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ამ სასიამოვნო ინფორმაციას. სწრაფი სესხი გაიცემა მომენტალურად, შემოსავლების დადასტურების გარეშე. პირობები ასეთია:

  • სესხის თანხა _ 300 ლარი;
  • სესხის ვადა _ 30 დღე;
  • სესხის საკომისიო _ 30 ლარი;
  • წინსრებით დაფარვის საკომისიო 0%-ია, ანუ არ იხდით არანაირ დამატებით გადასახადს.

 


 

eloanილოუნის ონლაინ სესხიც ლიბერთი ბანკის პროდუქტია. პირველ ჯერზე შეგიძლიათ ისესხოთ მაქსიმუმ 350 ლარი. მომდევნო სესხებზე კი ლიმიტი იზრდება 700 ლარამდე. ძირითადი პირობებია:

  • ასაკი _22-60 წელი;
  • უნდა გქონდეთ დადებითი საკრედიტო ისტორია;
  • სესხის თანხა _ 50-700 ლარი;
  • სესხის ვადა _ 5-30 დღე;
  • სესხის ყოველთვიური საკომისიო _ პირველ სესხზე _15%, ყოველ მომდევნო სესხზე _ 1%-ით ნაკლები;
  • წინსწრებით დაფარვის საკომისიო _ 0%;
  • ვადაგადაცილებისას პირგასამტეხლო _ თანხის 1% დღეში.

 


 

vtbვითიბის ონლაინ კრედიტით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ იმ მომხმარებელს, ვისაც ხელფასი მათ ბანკში ერიცხება ან მიმდინარე სესხი აქვს მათთან. სესხის მიღება 5 წამში შეგიძლიათ, 24 საათის განმავლობაში. სესხის პირობებია:

  • სესხის თანხა _ 50-500 ლარი;
  • სესხის ვადა _ 30 დღე;
  • სესხის გაცემის საკომისიო _ 10% (მინიმუმ 20 ლარი).