SesxebiON

moneyman

Swrafi sesxebi - სწრაფ სესხებს | Sesxebion.ge

სწრაფ სესხებს

swrafi sesxebiყველა ადამიანი ცდილობს, თავისი ცხოვრების მანძლზე გარკვეული თანხა დააგროვოს, ზოგიერთი ახერხებს ამას და მიზანს აღწევს _ სასურველს ნივთს ან მომსახურებას წინასწარ დაზოგილი თანხით ყიდულობს. მაგრამ, ამ პროცესს მოთმინება და ნებისყოფა ჭირდება. ხანდახან, უბრალოდ, იქმნება ისეთი სიტუაცია, რომ არ გაქვთ თანხის შეგროვების საშუალება, ფული სასწრაფოდ გჭირდებათ, თავისუფალი სახსრები კი არ ჩანს. ასეთ დროს ზოგიერთი დახმარებას ახლობლებს თხოვს, მაგრამ თუ ირგვლივ გულისხმიერი ადამიანები არ გყავთ, ეს პრობლემებთან და უხერხულ სიტუაციებთანაა დაკავშირებული. გამოსავალი ამ შემთხვევაში ერთადერთია, თანხის სწრაფად და მოსახერხებლად მიღების ყველაზე პოპულარული ხერხი, ე.წ. სწრაფი სესხი. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც სესხის აღებამდე უნდა იცოდეთ და პასუხს გავცემთ ყველა იმ შეკითხვას, რაც სწრაფი სესხით დაინტერესებული მომხმარებლების უმეტესობას უჩნდება.

რა არის სწრაფი სესხი?

სესხის ეს ტიპი უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული და ძალიან მოთხოვნადი გახდა თანხის მიღების სისწრაფის და სიმარტივის გამო. საქართველოს ბაზარზე უკვე უამრავი კრედიტორია, რაც მომხმარებელს არჩევანის თავისუფლებას აძლევს, შემოთავაზებული პირობებიც მეტ-ნაკლებად ხელსაყრელია და ეხმარება მსესხებლებს რთულ პერიოდში. კომპანიები სწავლობენ მომხმარებელთა მოთხოვნებს და მათი გათვალისწინებით ადგენენ სწრაფი სესხების პირობებს.

სად შეგიძლიათ მიიღოთ?

სადაც გნებავთ! ინტერნეტის და მობილური ტელეფონის ხელმისაწვდომობა ხალხს შეუზღუდავ შესაძლებლობებს აძლევს. ონლაინ სესხის მიღება სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ და ეს მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

სწრაფ სესხებს ძირითადად მიკროსაფინანსო ორაგნიზაციები გასცემენ, თუმცა ბოლო ხანებში ამ მომსახურებას ბანკებიც გვთავაზობენ და მაღალი კონკურენციის პირობებში, თქვენ, როგორც მომხმარებელს, საშუალება გეძლევათ, საუკეთესო პირობები შეარჩიოთ. პირობები მრავალფეროვანია და შეგიძლიათ ინტერნეტითვე შეარჩიოთ მათგან თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი. შეგიძლიათ მოიძიოთ ცხრილები, როლებიც მათი მარტივად შედარების საშუალებას მოგცემთ. გირჩევთ, თავი აარიდოთ ისეთი კომპანიების შერჩევას, რომელთაც მომხმარებელთა უარყოფითი გამოხმაურება აქვთ და საეჭვო საქმიანობას ეწევიან.

როგორ ხდება სესხის აღება?

თუ რამოდენიმე წლის წინ სესხის ასაღებად თავდების პოვნა და სახელფასო ცნობის წარდგენა გჭირდებოდათ, ახლა ეს აუცილებელი აღარა. ყველა კომპანიას მეტ-ნაკლებად განსხვავებული პროცედურა აქვს, მაგრამ საერთო მოთხოვნები ასე გამოიყურება:

  • უნდა იყოთ სრულწლოვანი (თუმცა, ორგანიზაციების უმეტესობაში მინიმალური ასაკი 20-21 წელია);
  • არ უნდა გქონდეთ მიმდინარე პრობლემური სესხი;
  • უნდა გქოდეთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქართველოში;
  • უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე;
  • თქვენს სახელზე უნდა იყოს აქტიური საბანკო ანგარიში;

ონლაინ სესხის მიღების პოცედურა შემდეგია:

  • ინტერნეტით ირჩევთ სასურველ კომპანიას თვენთვის სასურველი პირობებით;
  • რეგისტრირდებით არჩეულ ვებ-გვერდზე და ავსებთ საჭირო ინფორმაციას;
  • უთითებთ რა გზით გინდათ მიიღოთ სასურველი თანხა;
  • კომპანია განიხილავს თქვენს განცხადებას და დასტურის შემთხვევაში თანხა უმოკლეს დროში (რამოდენიმე წუთში) თქვენს ხელთ იქნება. თანხის გადმორიცხვის ვადა ძირითადად კრედიტორის სამუშაო საათებზეა დამოკიდებული.

როდის უნდა ავიღოთ?

მაშინ, როდესაც სასწრაფოდ გჭირდებათ სესხი , არ გაქვთ ბევრი დრო ძებნისთვის და ანაზღაურების მიღებამდე მოცდაც არ შეგიძლიათ. ასეთი კრედიტის დიდი ხარჯების დასაფარად არ გამოგადგებათ და თანხის დაბრუნების დროშიც შეზღუდული ხართ საშუალოდ ერთ თვემდე ვადით.

საქართველოში სწრაფ სესხებს 21-65 წლის პირებზე გასცემენ, თუმცა არიან კომპანიებიც, რომლებიც უფრო პატარა ასაკის პირებსაც უწევენ მომსახურებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანიების უმეტესობა ამოწმებს თქვენს საკრედიტო ისტორიას და თუ თქვენ ვადაგადაცილებული მსესხებლების სიაში ხართ, შესაძლოა, სესხის გაცემაზე უარი გითხრან.

თუ თქვენი საკრედიტო ისტორიის გადამოწმება გსურთ, ამისთვის ორი გზა არსებობს:

  • უნდა დარეგისტრირდეთ „კრედიტინფო საქართველოს“ ვებ-გვერდზე და რეგისტრაციისას გადარიცხოთ წლიური მომსახურების საფასური 15 ლარი. ასე მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეგეძლებათ ინფორმაციის მიღება;
  • უნდა მიხვიდეთ „კრედიტინფო საქართველოს“ ოფისში და პირადობის მოწმობის საფუძველზე მიიღოთ ინფორმაცია. ეს მომსახურება წელიწადში ერთხელ ნებისმიერი მოქალაქისთვის უფასოა.
რა უნდა გავითვალისწინოთ?

swrafi sesxebiნებისმიერი რამის შეძენისას, ყოველი მყიდველი ცდილობს, ინფორმაციის მოძიებით თავისთვის ყველაზე ხელსაყრელი შემოთავაზების პოვნას. მნიშვნელოვანია, ისეთი კომპანიების პოვნა, რომლებიც პირველ სესხს უპროცენტოდ გასცემენ, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ზუსტად იგივე რაოდენობის თანხას აბრუნებს, რაც აიღო. უპროცენტო სესხი ხელმისაწვდომია ახალი კლიენტებისთვის, რომლებიც პირველად დარეგისტრირდნენ კრედიტორის საიტზე. თუ დიდი თანხა გჭირდებათ, შეგიძლიათ რამდენიმე კრედიტორის ვებ-გვერდზე ერთდროულად შეავსოთ განაცხადი. ერთადერთი მოთხოვნა ვალის დროულად დაბრუნებაა.

იქედან გამომდინარე, რომ კომპანიები სწრაფ სესხებს პირადი დოკუმენტაციისა და ცნობების მოთხოვნის გარეშე გასცემენ (რაც კლიენტისთვის მიმზიდველ სურათს ქმნის), სწრაფი სესხის მომსახურება ყოველთვის იაფი არ არის და საკომიო საკმაოდ მაღალია, ამიტომ ასევე კარგად გადაამოწმეთ, რომელი კომპანიას აქვს განმეორებითი სესხის შემთხვევაში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი, რომ შემდეგი კრედიტის აღებისას მაქსიმალურად კარგი პირობებით ისარგებლოთ.

თუ თანხას მითითებულ ვადაში ვერ აბრუნებთ, შესაძლოა ძალიან დიდი თანხა დაგიგროვდეთ გადასახდელი საკომისიოების და ჯარიმების სახით, ამიტომ, გამოიყენეთ სესხის გადავადების მომსახურება. არც ეს დაგიჯდებათ იაფი, გარკვეული დროით გადავადება გარკვეული თანხა ღირს, მაგრამ ყოველდღიურად დარიცხული ჯარიმებისგან დაგროვებულ უზარმაზარ თანხას ნამდვილად გადავადება ჯობია.

არავითარ შემთხვევაში არ აურიოთ ტერმინი „გადავადება“ განვადებაში. გადავადება გარკვეულ დროს გაძლევთ ვალის დასაფარად, მაგრამ ამით სესხის ოდენობა არ მცირდება. თქვენ შეგიძლიათ უსასრულოდ გადაავადოთ სესხი, რაც ერთის მხრივ მოსახერხებელია, მაგრამ დანაკარგია გადავადების საფასურის გამო, ანუ თქვენ საკმაოდ დიდ ფულს იხდით მხოლოდ თარიღის ცვლილებაში. ამიტომ, სესხის აღებამდე დაფიქრდით, ხომ არ ჯობია კრედიტი გათვალოთ „ნაღდ“ გადახდაზე და იყოთ მშვიდად, ვინაიდან გეცოდენებათ, რომ სესხის დაფარვის თარიღისათვის ნამდვილად გექნებათ იმ თანხის დაბრუნების საშუალება, რასაც სესხულობთ.