SesxebiON

moneyman

კრედიტ ინფო საქართველო

Creditinfo Georgiaსესხის პრობლემური გადამხდელებისთვის არსებობს ე.წ. „შავი სია“. ეს არის სააქციო საზოგადოება „კრედიტ ინფო საქართველო“, რომელთანაც დადებულია ცალმხრივი მემორანდუმი და რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი, „კრედიტ ინფო საქართველო“, კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორანიზაციები აწერენ ხელს. მემორანდუმის თანახმად, თითოეული მონაწილე ვალდებულია, კლიენტების ისტორია შესანახად გადაუგზავნოს ამ ორგანიზაციას. ორგანიზაციის დებულებით, კლიენტის უარყოფითი ისტორია შენახული უნდა იქნას ბაზაში 5 წლის განმავლობაში და ამ დროის შემდეგ იგი ავტომატურად იქნება წაშლილი. რაც შეეხება იმ სესხების ჩანაწერს, რომელიც მომხმარეელმა გრაფიკის მიხევით დაფარა, იშლება დაფარვიდან 7 წლის შემდეგ. ყველა მომხმარებელს აქვს უფლება, წელიწადში ერთელ, პირადობის მოწმობის საფუძველზე უფასოდ გაეცნოს თავის საკრედიტო ჩანაწერებს. ინფორმაციაზე მუდმივი წვდომა კი ფასიანია და წლიური გადასახადი 15-დან 50 ლარამდე მერყეობს.

საკრედიტო ისტორია აქვს ყველა პირს, ვისაც აუღია სესხი ბანკიდან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან. საკრედიტო ისტორიის ამონაწერში მოცემულია ინფორმაცია ყველა საკრედიტო პროდუქტის და ორგანიზაციის შესახებ, რომლითაც მომხმარებელმა ისარგებლა, ასვე, თითოეული სესხის ვალუტა და დაფარვის გრაფიკები.

ისტორიის ჩაწერა ხდება ორი სახით _ პოზიტიური ან ნეგატიური. მომხმარებელი, რომელიც სესხს კეთილსინდისიერად და დროულად იხდის, ხვდება პოზიტიურ ჩანაწერში. სხვა შემთხვევაში, მისი მონაცემები ნეგატიურ ჩანაწერში გადადის. ნეგატიური ჩანაწერიც ორი სახისაა. თუ მომხმარებელი სრულად დაფარავს ვადაგადაცილებულ სესხს, მისი საკრედიტო ისტორიის ჩანაწერს ენიჭება სტატუსი _ „იყო ნეგატიური“, ხოლო თუ ვადაგადაცილებული სესხი დაფარული არაა და ფიქსირდება მიმდინარე დავალიანება, მას ენიჭება სტატუსი _ „არის ნეგატიური“. „იყო ნეგატიური“ სტატუსის მიუხედავად, ბანკმა შესაძლოა, მაინც მიაქციოს ყურადღება წარსულში გაკეთებულ უარყოფით ჩანაწერს და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ იურიდიულად და სამართლებრივად, რადგან ორგანიზაციების მიერ თანხის გაცემა მხოლოდ უფლებაა და არა ვალდებულება. თქვენ შეგიძლიათ, ასეთი მდგომარეობა ახალი, პატარა და შედარებით მარტივი კრედიტების კეთილსინდისიერად დაფარვით გამოასწოროთ. ამ ყველაფრის შემდეგ, შესაძლოა, ბანკმა სოლიდური თანხებიც მოგცეთ სესხად.

ე.წ. „შავი სიის“ გაუქმებაც შესაძლებელია. ეს დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. მხარეებმა ხელი მოაწერეს ამ მემორანდუმს და შეუძლიათ ისევ გააუქმონ, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ასეთი ბაზა საკრედიტო სისტემას ჭირდება, რათა ქაოსი არ შეიქმნას და ბანკებმა იცოდნენ, ვისზე გასცენ კრედიტი და ვისზე_არა. სწორედ, ამიტომ გაჩნდა ასეთი ბაზის შექმნის აუცილებლობა.

ხელშეკრულებაში, რომელსაც კლიენტი აწერს ხელს სესხის აღებისას, არის დებულება, რომელსაც სამწუხაროდ ყურადღებას ძალიან ცოტა მომხმარებელი აქცევს. ამ დებულებაში წერია, რომ კლიენტი თანხმობას აცხადებს იმაზე, რომ ბანკმა განათავსოს ინფორმაცია „კრედიტინფოს“ მონაცემთა ბაზაში. კლიენტს შეუძლია, არ დაეთანხმოს ამ დებულებას, თუმცა, რამდენად ამოიღებს ბანკი ამ პირობას ხელშეკრულებიდან, ეს უკვე სხვა საკითხია. მიუხედავად ყველაფრისა, კლიენტის უფლებაა, მოლაპარაკება სცადოს.