SesxebiON

moneyman

ფინანსური სტრესი

ფული, არამარტო ,,მართავს მსოფლიოს’’, არამედ შეუძლია თავგზა აგვიბნიოს. ეს არის ‘’ბოროტების ფესვი’’ და ასევე შეუძლია გვიყიდოს მატერიალური სიამოვნება, რომელიც მსოფლიომ შეიძლება შემოგვთავაზოს. ფული არის ძალაუფლება, რომელიც შესაძლოა თან გვქონდეს და თან არა.

ფულთან დაკავშირებული პრობლემები და ვალები, შედეგად მრავალ სხვა გართულებებს იწვევს. განქორწინება და ახლო ურთიერთობების დაშლა შესაძლოა ერთ-ერთ პრობლემად ჩავთვალოთ. განქორწინების ძირითადი მიზეზებია: ღალატი, ფული და სექსი.

ხალხს უამრავი უძილო ღამე აქვს გატარებული ფულზე შფოთვაში. უამრავი წყლული გაჩენილა ფინანსური უბედურებების გამო. თქვენ შეგიძლიათ მსგავსი ტიპის კითხვები ყოველ დღე დასვათ, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ ფინანსური პრობლემები, ვალები და პირად ფინანსებთან ჭიდილი მუდმივ სტრესთან არის დაკავშირებული.

ფინანსური სტრესიადამიანს, რომელსაც მრავალი ვალი აქვს ანუ ჯამში ფლობს რამდენიმე გადაუხდელ სესხს, მუდმივად აწვება მხრებზე დარდის ტვირთი. ყოველივე ზემოთ ხსენებულს დაურთეთ გადასახადების შემგროვებლის ზარები თავისი მუქარებით და საბოლოოდ მიიღებთ მზა რეცეპტს დეპრესიისა და დაავადებებისთვის.

როგორ გავართვათ თავი ფინანსურ სტრესს? იმავე გზით შეგვიძლია გავუმკლავდეთ თითქმის ყველაფერს თქვენს ცხოვრებაში, რაც სტრესთან არის დაკავშირებული.

კარგად გააცნობიერეთ, რომ თქვენ უნდა შეხვდეთ საკუთარ დემონებს, და აღიაროთ ის ფაქტი, რომ თქვენ ვალები გაქვთ ან იტანჯებით ფინანსურად. სესხებს თქვენს გარდა ვერავინ ვერ გადაიხდის, ხოლო საკუთარი ქვიშაში თავის დამალვა და პრობლემებისაგან თავის არიდება არ არის გამოსავალი.

ბიუჯეტი: მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი და გადახედეთ საკუთარ ფინანსებს, შეაფასეთ მიმდინარე სიტუაცია, რომელიც ერთი შეხედვით არც ისე კრიტიკული შეიძლება იყოს. მანამ სანამ ზუსტ ციფრებს არ დაინახავთ, თქვენ ვერასდროს ჩაწვდებით არსებულ სიტუაციას.

იყავით პოზიტიურები, რადგან ყოველთვის მიაკვლევთ შესაძლებლობებსა და გამოსავლებს, იყავით გონებამახვილები. ზოგი ვარიანტი ან გადაწყვეტილება შესაძლოა არ იყოს სასურველი, მაგრამ ისინი მიმართულნი არიან ვალის ან ფინანსური პრობლემის გადასაჭრელად. ასევე სტრესის შესამსუბუქებლად.

იყავით აქტიურები, ივარჯიშეთ რეგულარულად და იმოძრავეთ, რაც თავიდან აგაცილებთ დეპრესიას.

ერთი რამ, რაც ფართოდ აღიარა ვალების კონსულტაციის ცენტრმა, არის კავშირი ვალში ყოფნასა და დეპრესიას შორის, რასთანაც ასოცირებულია სტრესიც. ყველაზე მთავარი, რაც გჭირდებათ არის საუბარი ვინმესთან, ვისაც უკვე გამოცდილი აქვს ფინანსური პრობლემები.

ვალის ფაზები

მეცნიერებმა შეიმუშავეს სპეციფიური მოდელი, იმათთვის ვისაც უწევს სიკვდილთან ჭიდილი ან უკვე იღუპებიან. მათ აღმოაჩინეს, რომ არის 5 ფაზა რომელსაც ადამიანი გადის მას შემდეგ, რაც აცნობიერებს რომ კვდება.

ეს ფაზებია:

  • უარყოფა
  • რისხვა
  • ვაჭრობა
  • დეპრესია
  • შეგუება

იგივე მოდელი შეგვიძლია გამოვიყენოთ ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ყველა ადამიანი მოცემულ სტადიებს სხვადასხვა გვარად გადის, ზოგჯერ სტრესი, რომელიც გამოწვეულია ფინანსური პრობლემებით, თავად შეიძლება გამოვიყენოთ გამოსავლის მოძებნის მამოძრავებელ ძალად.