SesxebiON

moneyman

ტერმინოლოგია

ონლაინ სესხის მიღება ერთი შეხედვით მარტივი პროცედურაა, მაგრამ ყოველი მომხმარებელი ასეთ მცირე სესხებსაც კი, სრული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. კრედიტის აღებამდე სრულად უნდა გაეცნოთ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს აწერთ და ადასტურებთ, თუმცა ხელშეკრულება იურიდიული დომკუმენტია და მასში ბევრი უცნობი ტერმინია გამოყენებული, რაც, საბოლოოდ, მის გააზრებას ართულებს. გაეცანით იმ ფინანსური ტერმინების მნიშვნელობას, რომლებიც აუცილებლად შეგხვდებათ ნებისმიერი სესხის აღებისას:

გამსესხებელი - კომპანია (ბანკი ან მიკოსაფინანსო ორგანიზაცია), რომლისგანაც ფულს სესხულობთ.

მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სესხულობს თანხას გამსესხებელი კომპანიისგან გარკვეული პირობებით.

სესხის ხელშეკრულება - სესხის აღებისას, გამსესხებელს და მსესხებელს შორის დადებული დოკუმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ დათანხმებამდე. ხელშეკრულება შეიძლება იყოს ელექტრონულიც და ის სამართლებრივად ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას.

სესხის განაცხადი - მსესხებლის მიერ შევსებული ფორმა, რომელშიც მითითებულია სესხის ოდენობა და გადახდის ვადები.

ოფერტი - სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების გაცნობა და კომპანიის პირობებზე დათანხმება.

აქცეპტი - გამსესხებლის საპასუხო თანხმობა მსესხებლის მოთხოვნაზე, რაც დასტურდება მის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.

სესხის თანხა - მსესხებელზე გაცემული თანხა, რომელიც უკან უნდა დაბრუნდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

საკომისიო ან პროცენტი - კომპანიის მიერ წინასწარ განსაზღვრული სარგებელი სესხის გაცემისთვის, რომელიც უნდა დაბრუნდეს სესხის თანხასთან ერთად.

პირგასამტეხლო - თანხა, რომელსაც იხდით ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში.

ჯარიმა - ზოგიერთი კომპანიის მიერ, საკომისიოს და პირგასამტეხლოს გარდა დაკისრებული ფინანსური ვალდებულება, სესხის ვადაგადაცილების გამო-

გადავადების საკომისიო/პროცენტი - თანხა, რომელსაც ნებაყოფლობით იხდით იმ შემთხვევაში, თუ სესხს დროულად ვერ აბრუნებთ. სესხის გადავადების საფასური ყველა კომპანიაში სხვადასხვაა და გადახდის თარიღის კონკრეტული ვადებით გადადებას ემსახურება, საკრედიტო ისტორიის გაფუჭების და პირობების დაღვევის გარეშე.

მსესხებლის საბანკო ანგარიში - საბანკო ანგარიში, რომელზეც გამსესხებელი ურიცხავს თანხას მსესხებელს. მის დასადასტურებლად კომპანიები ითხოვენ ამ ანგარიშიდან 1 თეთრის გადარიცხვას მათ ანგარიშზე. უმჯობესია, იყოს გამსესხებლისგან რეკომენდებულ ბანკთაგან ერთერთში გახსნილი, რათა თანხის გადარიცხვის პროცესი დროში არ გაიწელოს.

იდენტიფიკაცია - სიმბოლური 1 თეთრის გადარიცხვა გამსესხებლის ანგარიშზე.

მიმდინარე დავალიანება - მსესხებლის მიერ დასაბრუნებელი თანხის რაოდენობა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რომელიც მოიცავს სეხის თანხას, დარიცხულ საკომისიოებთან და პირგასამტეხლოებთან ერთად.

სესხის ვადა - გამსესხებლის მიერ დაწესებული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მხდეს სესხის დაბრუნება.

სესხის დაბრუნების თარიღი - სესხის ვადის ბოლო დღე, რომლის შემდეგაც სესხი ითვლება ვადაგადაცილებულად.

გადავადება - სესხის დაბრუნების თარიღის გადაწევა კონკრეტული დროით, შესაბამისი საფასურის გადახდით.

პერსონალური/პირადი კოდი - კოდი, რომელსაც გამსესხებელი ანიჭებს თითოეულ მსესხებელს და გამოიყენება მისი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

სესხის ნომერი - კოდი, რომელსაც გამსესხებელი ანიჭებს თითოეულ სესხს და გამოიყენება რომელიმე კონკრეტული სესხის იდენტიფიკაციისთვის.

მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის მსესხებლის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მონაწილე.

თავდები - პირი, რომელიც სრულად კისრულობს სესხის დაფარვის ვალდებულებას, თუ მსესხებელი არ ან ვერ იხდის თანხას. ის ისევე აგებს პასუხს, როგორც მსესხებელი.

სესხის ხანდაზმულობა - 3 წლიანი ვადა, რომელიც აითვლება ბოლო გადახიდან ან სესხის აღიარებიდან (სესხთან დაკავშირებულ რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერისას). მსესხებელს აქვს შანსი, რომ ხანდაზმული ვალდებულება საერთოდ მოეხსნას.

საკრედიტო ისტორია - „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში გაკეთებული ჩანაწერები თითოეული სესხის შესახებ. შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი, იმის მიხედვით, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ფარავს მომხმარებელი სესხებს. გადახის 30 დღეზე მეტით გადაცილებისას ავტომატურად ხდება უარყოფითი საკრედიტო ჩანაწერის გაკეთება და ის ბაზაში 5 წელი რჩება წაშლამდე. დადებითი ჩანაწერი ინახება 7 წლის განმავლობაში.