SesxebiON

moneyman

თავდებობასა და სოლიდარულ თავდებობას შორის მკაფიო განსხვავებაა.

sesxebion.geთანამდეროვე ქართულ რეალობაში თავდებობა საკმაოდ აქტუალური პრბლემაა. ხშირად წარმოიქმნება სიტუაციები, როდესაც თავდები პირი იძულებითი აღსრულების ეტაპამდეც კი მიდის. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ თავდებობის ინსტიტუტი ხშირად არასწორად არის აღქმული.

თავდებობა სოლიდარული ვალდებულების ნაირსახეობაა. ტერმინი სოლიდარული შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც შეთანხმებული, ერთსულოვანი ან მეგობრული. სოლიდარული პასუხისმგებლობა გულისხმობს შემთხვევას, როდესაც რამდენიმე მოვალის არსებობისას, თითოეული სრულად პასუხისმგებელია მთლიან ვალდებულებაზე.

თავდებობასა და სოლიდარულ თავდებობას შორის მკაფიო განსხვავებაა. პირველ შემთხვევაში თავდებს პასუხისმგებლობა დაეკისრება მაშინ, თუ ძირითადი მოვალე გადახდისუუნაროა, ხოლო სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ მან გადააცილა ვადას ან უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული. გახსოვდეთ, რომ თავდებს უფლება აქვს, უარი თქვას კრედიტორი კომპანიისთვის თანხის გადახდაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

თავდებობას სამი პირობითი ეტაპი აქვს:

  1. ახლობელი ადამიანის თხოვნის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმება საფინანსო ორგანიზაციასთან. კარგ შემთხვევაში, თავდები აცნობიერებს ხელშეკრულების პირობებს და ენდობა მოვალეს, უკეთეს შემთხვევაში კი, მისი მოლოდინი მართლდება, ყველა მხარე კმაყოფილი რჩება და თავდებობაც პირველივე ეტაპზე სრულდება.
  2. სამართლებრივი დავის ეტაპი. როდესაც თავდები ვერ აცნობიერებს რას აწერს ხელს და მხოლოდ ახლობლის დახმარების სურვილი ამოძრავებს, მოვალე ვერ იხდის დავალიანებას, კრედიტორ კომპანიას კი სარჩელი შეაქვს სასამართლოში. სასამართლო განხილვის ეტაპზე უხერხულია იმის მტკიცება, რომ თავდები ვერ აცნობიერებდა საკუთარ ქმედებას. მას უკვე მოწერილი აქვს ხელი ხელშეკრულებაზე და ამით მისი წაკითხვაც დაადასტურა. თუ სახეზე სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებაა, თანხის დაკისრება ხდება სოლიდარულად. უკეთეს შემთხვევაში, მოვალე თვითონ ფარავს სესხს, ხოლო უარეს შემთხვევაში, საქმე იძულებით აღსრულებაზე მიდის. უფრო ცუდ შემთხვევაში კი, შესაძლოა თავდებმა არ ან ვერ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში და გადაწყვეტილება მის დაუსწრებლად გამოიტანონ.
  3. იძულებითი აღსრულების ეტაპი. ხშირია შემთხვევები, როდესაც აღმსრულებელი იძულებულია, დაკმაყოფილება მოთხოვოს თავდებს. მოვალესაც და თავდებსაც თანაბრად ეკისრებათ პასუხისმგებლობა, შესაბამისად აღმსრულებელს არ აქვს ვალდებულება და არც უფლება, გამოიკვლიოს, ვინ იყო ხელშეკრულებაში ძირითადი მსესხებელი და ვინ_თავდები. ის ყველა მოვალის ქონებას თანაბრად იძიებს და მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება იმ მოვალისგან, რომელსაც რეალურად აღმოაჩნდება ქონება. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მიიღება თავდების დაუსწრებლად, შესაძლოა ის დადგეს მისი ქონების რეალიზაციის ფაქტის ქინაშე, იმ ხელშეკრულების გამო, რომელსაც ოდესღაც ხელი მოაწერა და რომლის არსებობის შესახებ აღარც კი ახსოვს.

ასე რომ, სანამ ვინმეს თავდები გახდებით და რაიმეზე ხელს მოაწერთ, კარგად წაიკითხეთ ხელშეკრულება და ყურადღება მიაქციეთ:

  • სესხის თანხას, ვალუტას და დაფარვის პერიოდს;
  • სესხის პროცენტს;
  • თანხის იმ მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც ხართ პასუხისმგებელი;
  • ვადაგადაცილების ჯარიმებს;
  • სესხის პრობლემურ სიაში გადანაცვლების შემთხვევაში მოსალოდნელ სანქციებს.