SesxebiON

moneyman

სამომხმარებლო სესხის

სამომხმარებლო სესხისსწრაფი სესხისგან განსხვავებით, სამომხმარებლო სესხის აღებას უფრო დიდი დრო ჭირდება, შესაძლოა შემოსავლების დადასტურებაც დაგჭირდეთ, მაგრამ მას უამრავი დადებითი მხარეც აქვს, მათ შორის:

  • სესხის დაფარვის უფრო ხანგძლივი ვადა;
  • უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი;
  • ბევრად დიდი თანხა.

სამომხმარებლო სესხი კარგი არჩევანია, თუ დიდი თანხა გჭირდებათ გარკვეული მიზეზით, იქნება ეს მოგზაურობა, სწავლა, რემონტი თუ სხვა. ასეთი ტიპის სესხს თითქმის ყველა ბანკი სთავაზობს მომხმარებლებს. ძირითადი პირობები მსგავსია, თუმცა საპროცენტო განაკვეთი და სხვა დეტალები ყველა ორგანიზაციას სხვადასხვა აქვს:

საქართველოს ბანკი

  • საპროცენტო განაკვეთი _ 9%-დან;
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი _14.41%-დან;
  • სესხის მაქსიმალური თანხა _ 70 000 ლარი (ეკვ. აშშ დოლარში);
  • საქართველოს ბანკის სახელფასო კლიენტებისთვის _ ხელფასის 14-მაგი ოდენობა;
  • სესხის მაქსიმალური ვადა _ 120 თვე;

თი ბი სი ბანკი

  • საპროცენტო განაკვეთი _ 11.5%-დან;
  • ეფექტური საპრცენტო განაკვეთი _ 15.1%-დან;
  • სესხის თანხა _ 500-80 000 ლარი/300-50 000 აშშ დოლარი;
  • სესხის ვადა _ 1-120 თვე;
  • სესხის გაცემის საკომისიო _ 2%, მინ. 20 აშშ დოლარი;
  • საკრედიტო ბიუროში გადამოწმების საკომისიო _ 5 აშშ დოლარი.

ბანკი რესპუბლიკა

  • საპროცენტო განაკვეთი _ 8.5%-დან;
  • ეფექტური საპრცენტო განაკვეთი _ 14.03%-დან;
  • სესხის მაქსიმალური თანხა _ 30 000 ლარი;
  • ბანკ რესპუბლიკის სახელფასო კლიენტებისთვის _ ხელფასის 12-მაგი ოდენობა;
  • სხვა ბანკის სახელფასო კლიენტებისთვის _ ხელფასის 10-მაგი ოდენობა;
  • სეხის მაქსიმალური ვადა _ 4 წელი;
  • უზრუნველყოფა _ საჭირო არ არის;
  • საჭირო შემოსავალი _ 200 ლარიდან.

ვი თი ბი ბანკი

  • საპროცენტო განაკვეთი _ 9%-დან;
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი _ 17.2%-დან;
  • სეხის თანხა _ 400-30 000 ლარი;
  • სესხის მაქსიმალური ვადა _ 48 თვე;
  • ვალუტა _ლარი, აშშ დოლარი, ევრო;
  • უზრუნველყოფა _ საჭირო არ არის.

პროკრედიტ ბანკი

  • საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ინდივიდუალურად;
  • სესხის თანხა _ 300-11 000 აშშ დოლარი;
  • სეხის მაქსიმალური ვადა _ 60 თვე;
  • ვალუტა _ ლარი, აშშ დოლარი, ევრო;

უზრუნველყოფა:

  • 5 000 აშშ დოლარამდე/ 10 000 ლარამდე, 24 თვემდე ვადით სესხზე _ გირაოს გარეშე;
  • 5 000 აშშ დოლარის/10 000 ლარის ზემოთ _ უძრავი ან მოძრავი ქონება.

სამომხმარებლო სესხის აღებამდე გაითვალისწინეთ:

  • სესხის დამტკიცების საკომისიო (საშუალოდ 2%);
  • განაღდების საკომისიო (სახელფასო პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალურია);
  • სესხის წინსწრების საკომისიო (საშუალოდ 2%).