SesxebiON

moneyman

იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი, მიზნის მიუხედავად, სოლიდური თანხის მიღების ყველაზე მარტივი გზაა. ხშირ შემთხვევაში, შემოსავლების დადასტურებაც არაა საჭირო. როდესაც დიდი ოდენობის სესხზეა საუბარი, საჭიროა საქმე საიმედო ბანკთან დაიჭიროთ. გაეცანით საქართველოს ორი ყველაზე სანდო და მსხვილი ბანკის მიერ შემოთავაზებულ იპოთეკურ სესხებს, მათ დეტალებსა და პირობებს:

საქართველოს ბანკი | იპო +

ამ ტიპის სესხით სარგებლობისას, შეგიძლიათ, ისარგებლოთ offset ფუნქციით და შეამციროთ სესხის პროცენტი მაქს. 4-ჯერ. თუ გაქვთ დროებითი თავისუფალი თანხა, განათავსეთ ის offset ანგარიშზე და პროცენტი მხოლოდ დარჩენილ თანხას (მთლიან სესხს მინუს offset-ზე განთავსებული თანხა) დაერიცხება. სესხის პირობები:

  • საჭირო შემოსავალი _ მინ. 750 ლარი;
  • ვალუტა _ ლარი, აშშ დოლარი;
  • სესხის თანხა _ 3 000 აშშ დოლარიდან (ეკვ. ლარში);
  • სესხის მაქსიმალური ვადა _ 180 თვე;
  • წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 9%-დან;
  • წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი _ 10.27%-დან;
  • პირველადი შენატანი _ არ მოითხოვება;
  • უზრუნველყოფა _ შესაძენი/გასარემონტებელი უძრავი ქონება.

შეცვალე ძველი სახლი ახლით

თუ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გსურთ, მაგრამ თქვენი შემოსავლები საკმარისი არ არის, შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი ბინა, ძველი კი გაყიდოთ 6 თვის განმავლობაში, მშვიდად და აუჩქარებლად. მიღებული თანხით დაფარავთ სესხის ნაწილს_დროებით სესხს, დანარჩენს კი გადაანაწილებთ სასურველ ვადაზე.

სესხის პირობები:
  • სესხის თანხა 3 000 აშშ დოლარიდან (ეკვ. ლარში);
  • სესხის ვადები: დროებითი სესხი_მაქს. 6 თვე, ძირითადი სესხი_მაქს.180 თვე;
  • უზრუნველყოფა _ გასაყიდი და შესაძენი ქონება.

სესხი რემონტისთვის

ამ სესხით სარგებლობისთვის გჭირდებათ მხოლოდ რემონტის ხარჯთაღრიცხვის წარდგენა, შემოსავლების დადასტურების გარეშე.

სესხის პირობები:
  • სესხის მაქსიმალური თანხა _ 1კვ. მეტრზე 250 აშშ დოლარი;
  • სესხის მაქსიმალური ვადა _ 72 თვე;
  • პირველადი შენატანი _ არ მოითხოვება;
  • უზრუნველყოფა _ გასარემონტებელი ბინა.

სესხი დეველოპერებთან ბინის შეძენისთვის

იმ შემთხვევაში, თუ ბინის შეძენას საქართველოს ბანკის პარტნიორი დეველოპერული კომპანიებიდან ერთ-ერთისგან აპირებთ, განსაკუთერბული შეღავათიანი პირობებით ისარგებლებთ.

სესხის პირობები:
  • ვალუტა _ აშშ დოლარი;
  • წლიური საპროცენტო განაკვეთი:
  • შემოსავლების დადასტურების შემთხვევაში _ 9%-დან, ეფექტური _ 10.27%-დან;
  • შემოსავლების დადასტურების გარეშე _ 11.5%-დან, ეფექტური _ 13.03%-დან;
  • სესხის მაქსიმალური ვადა _ 20 წელი;
  • უზრუნველყოფა _ შესაძენი ბინა.

პარტნიორი დეველოპერული კომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ბანკის ვებ-გვერდზე.