SesxebiON

moneyman

მსოფლიოს ტოპ 10 ბანკი

bankსაერთაშორისო ბანკები კვლავაც ზრდიან საკუთარ აქტივებს მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ფონზე. თუ არ წარმოიქმნა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეფერხებები, შესაძლებელია განვითარება გაგრძელდეს. თუმცა კი არსებობს გარკვეული დავა იმის შესახებ, თუ არის ჩინეთის ეკონომიკა უფრო მძლავრი, ვიდრე ამერიკის, უკამათოდ ცნობილია, რომელი ერია უდიდესი ბანკების მფლობელი. ძალაუფლება საბანკო საქმეში აშკარად მიიწევს აღმოსავლეთით ჩინეთისკენ. ქონების ოდენობის მიხედვით 10 ყველაზე დიდი ბანკიდან მხოლოდ ორი არის ამერიკული. ისინი იკავებენ მეექვსე და მეცხრე პოზიციებს. ამჟამად წამყვანი ბანკები გახლავთ ჩინური ბანკები. ჩინეთს უკავია ოთხი პირველი პოზიცია ტოპ 10-ში.

ფინანსური სტრესი

ფული, არამარტო ,,მართავს მსოფლიოს’’, არამედ შეუძლია თავგზა აგვიბნიოს. ეს არის ‘’ბოროტების ფესვი’’ და ასევე შეუძლია გვიყიდოს მატერიალური სიამოვნება, რომელიც მსოფლიომ შეიძლება შემოგვთავაზოს. ფული არის ძალაუფლება, რომელიც შესაძლოა თან გვქონდეს და თან არა.

ფულთან დაკავშირებული პრობლემები და ვალები, შედეგად მრავალ სხვა გართულებებს იწვევს. განქორწინება და ახლო ურთიერთობების დაშლა შესაძლოა ერთ-ერთ პრობლემად ჩავთვალოთ. განქორწინების ძირითადი მიზეზებია: ღალატი, ფული და სექსი.

სწრაფი ონლაინ სესხების მომავალი

სწრაფი სესხები უცხოსწრაფი ონლაინ სესხების თაობაზე კანონმდებლები დიდხანია მსჯელობენ. რადგანაც ეს მოკლევადიანი სესხები ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უჭირს ფულის სესხება ტრადიციული კრედიტორებისაგან. ბევრი სწრაფი ონლაინ სესხების იმედზეა დროდადრო წარმოქნილი მცირე ფინანსური პრობლემების დაძლევისას, როგორიცაა ავტომანქანის რემონტი, დაზიანებული მოწყობილობების შეცვლისას ან სხვა სესხის გადაფარვის მიზნით.

კანონმდებლობა

სწრაფი სესხები უცხო არ არის ადგილობირივი კანონმდებლობისათვის. ბევრ ქვეყანას გააჩნია სწრაფი ინლაინ სესხების მარეგულირებელი საკუთარი რეგულაციები. ზოგიერთ ქვეყანაში კანონი არეგულირებს თუ ერთ პიროვნებას ერთდროულად რა ოდენობის სესხის აღება შეუძლია, სხვაგან კი მკაფიოდ რეგულირდება საპროცენტო განაკვეთის მოცულობები.

ტერმინოლოგია

ონლაინ სესხის მიღება ერთი შეხედვით მარტივი პროცედურაა, მაგრამ ყოველი მომხმარებელი ასეთ მცირე სესხებსაც კი, სრული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. კრედიტის აღებამდე სრულად უნდა გაეცნოთ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს აწერთ და ადასტურებთ, თუმცა ხელშეკრულება იურიდიული დომკუმენტია და მასში ბევრი უცნობი ტერმინია გამოყენებული, რაც, საბოლოოდ, მის გააზრებას ართულებს. გაეცანით იმ ფინანსური ტერმინების მნიშვნელობას, რომლებიც აუცილებლად შეგხვდებათ ნებისმიერი სესხის აღებისას:

თავდებობასა და სოლიდარულ თავდებობას შორის მკაფიო განსხვავებაა.

sesxebion.geთანამდეროვე ქართულ რეალობაში თავდებობა საკმაოდ აქტუალური პრბლემაა. ხშირად წარმოიქმნება სიტუაციები, როდესაც თავდები პირი იძულებითი აღსრულების ეტაპამდეც კი მიდის. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ თავდებობის ინსტიტუტი ხშირად არასწორად არის აღქმული.

თავდებობა სოლიდარული ვალდებულების ნაირსახეობაა. ტერმინი სოლიდარული შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც შეთანხმებული, ერთსულოვანი ან მეგობრული. სოლიდარული პასუხისმგებლობა გულისხმობს შემთხვევას, როდესაც რამდენიმე მოვალის არსებობისას, თითოეული სრულად პასუხისმგებელია მთლიან ვალდებულებაზე.

თავდებობასა და სოლიდარულ თავდებობას შორის მკაფიო განსხვავებაა. პირველ შემთხვევაში თავდებს პასუხისმგებლობა დაეკისრება მაშინ, თუ ძირითადი მოვალე გადახდისუუნაროა, ხოლო სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ მან გადააცილა ვადას ან უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული. გახსოვდეთ, რომ თავდებს უფლება აქვს, უარი თქვას კრედიტორი კომპანიისთვის თანხის გადახდაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.