დიდი ხანი არ არის, რაც ქართულმა ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ავტო ლიზინგის დანერგვა დაიწყეს და ეს სერვისი მომხმარებელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის ფინანსირების წყარო, რომლითაც შეგიძლიათ დააფინანსოთ ავტომობილის შეძენა. ლიზინგით დაფინანსებული აქტივი, ანუ მანქანა, სალიზინგო კომპანიის საკუთრებაში რჩება, სანამ კლიენტი ყოველთვიურ სალიზინგო გადახდებს სრულად არ დაფარავს. ამ პერიოდში კლიენტი შეუზღუდავად სარგებლობს სალიზინგო აქტივით, ხოლო ვადის ამოწურვის და თანხის მთლიანად გადახდის შემდეგ, მისი მესაკუთრეც ხდება. შეზღუდვა მხოლოდ ავტომობილის წლოვანებაზეა და ძირითადად, 1995 წელზე ადრე გამოშვებული ავტომობილები არ ფინანსდება.
შეთავაზებების მრავალფეროვნების გამო, მომხმარებლისთვის სწორი და მის საჭიროებებზე მორგებული არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია. ამაში დასახმარებლად, წარმოგინდგენთ იმ კომპანიების პირობებს, რომლებიც ყველაზე კარგი რეპუტაციით სარგებლობენ საქართველოს ბაზარზე.
თი ბი სი ბანკის ავტოლიზინგი
პირობები:
- საწყისი შენატანი/თანამონაწილეობა _ 20-30%;
- დაფინანსების ვადა _ 12-36 თვე;
- წლიური საპროცენტო განაკვეთი 15% (კლებადი);
- გაცემის საკომისიო _ 0%;
- ვალუტა _ აშშ დოლარი;
- საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
ლიბერთი ბანკის ავტოლიზინგი
ლიბერთი ბანკში, განაცხადის გაკეთებიდან სულ რაღაც ერთ საათში შეგიძლიათ მიიღოთ თანხა, დაზღვევის მოთხოვნის გარეშე და რათქმაუნდა, მართვის უფლებით. პირობები:
- თანხის მოცულობა _ 1 000-30 000 ლარი (ავტომობილის ღირებულების 80%-მდე);
- ვადა _ 3-60 თვე;
- ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი _ 3%-დან;
- წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი _ 42.5%-დან;
- დამტკიცების საკომისიო _ 0.5%, მინ. 50 ლარი.
სვის კაპიტალი
სვის კაპიტალში თანხას იმ დღესვე მიიღებთ, რაც მთავარია, ფარული გადასახადების გარეშე, ავტომობილის ღირებულების 90%-მდე და თანაც, ის თქვენს სახელზე იქნება გაფორმებული, კომპანია მხოლოდ გირავნობით დატვირთავს მას. ამისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა და შესაძენი ავტომობილის ტექნიკური პასპორტი დაგჭირდებათ.
პირობები:
- მანქანის ღირებულების ზედა ზღვარი არ არსებობს;
- სესხის მაქსიმალური ვადა _ 6 წელი;
- ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი _ 5%-დან (კლებადი);
- ვალუტა _ ლარი, აშშ დოლარი;
- დამტკიცების საკომისიო _ 0%;
- გაცემის საკომისიო _ 0%.
სითი ლიზინგი
სითი ლიზინგში ფიზიკურ პირებზე სესხი ყველანაირი დამატებუთი უზრუნველყოფის, ხელფასის ცნობის, თავდების, დაზღვევის მოთხოვნის და საკრედიტო ისტორიის განხილვის გარეშე გაიცემა. ავტომობილი სალიზინგო კომპანიაზე ფორმდება.
მოთხოვნები ავტომობილზე:
- მინ. 1998 წელს გამოშვებული;
- უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე;
- ავტომობილის ტიპი _ მსუბუქი ან მსუბუქი მაღალი გამავლობის;
- ვიზუალურად და ტექნიკურად კარგ მდგომარეობაში;
- ფასი უნდა შეესაბამებოდეს საბაზრო ღიერებულებას.
მოთხოვნები მსესხებელზე:
- ასაკი 21-70 წელი;
- უნდა გქონდეთ მართვის მოწმობა;
- უნდა გქოდეთ ავტომობილის ღირებულების ნახევარი.
პირობები:
- მაქსიმალური თანხა _ არ არის შეზღუდული;
- სესხის ვადა _ 2-24 თვე;
- წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 42% ლარში, 36% აშშ დოლარში;
- დამტკიცების საკომისიო _ 0%;
- გაცემის საკომისიო _ ინდივიდუალური.
როგორც ხედავთ, შეთავაზებები საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ, ძირითადად, ყველა კომპანია მომხმარებლის სასარგებლოდ ცვლის თავის პირობებს და მაღალი კონკურენციის პირობებში, საბოლოოდ, მოგებული ისევ მსესხებელი რჩება.